ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სანქციების აღსრულებაც.
უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების დაცვა მთელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. დღეს საქართველომ ევროკავშირისგან და აშშ-დან ახალი გზავნილები მიიღო. საერთო შეფასებები დადებითია. ცნობილი გახდა სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობების ახალი სტატისტიკაც. ყველა ასეთი ოპერაცია ან შეჩერდა, ან პროდუქტი უკან გაბრუნდა.
შალვა სუმბაძე გვეტყვის, როგორ აფასებენ ევროკავშირის ელჩი და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სანქციების თემას.