რუსეთს ევროსაბჭოში წარმომადგენლობითი უფლება შეუწყვიტეს. გადაწყვეტილებას მხარი საქართველომაც დაუჭირა.
მოსკოვის წინააღმდეგ წესდება ვაშინგტონის და ბრიუსელის მძიმე სანქციები. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ აშშ და ევროპის ლიდერები კორდინირებულ საპასუხო ზომებზე თანხმდებიან. ამერიკა სანქციებს უწესებს ოთხ უმსხვილეს რუსულ ბანკს და არაერთ საფინანსო ორგანიზაციას. მიზანი რუსეთისთვის თავდაცვითი ძალების დაფინანსების რესურსის შემცირებაა. რუსეთის ფინანსურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სავიზო სექტორებს მოიცავს ვროკავშირის სასანქციო პაკეტი. შავ სიაში ხვდებიან რუსეთის უმსხვილესი საფინანსო კომპანიები და საწარმოები, მოსკოვს ასევე ეზღუდება დასავლურ ტექნოლოგიებზე წვდომა. ასევე დაყადაღდება პუტინის და ლავროვის ევროპული აქტივები. თუმცა, უკრაინისთვის ეს ზომები საკმარისი არ არის. კიევმა დასავლეთს პირდაპირ მოუწოდა იმ სანქციების გატარებისკენ, რომლებსაც რუსეთზე შესაძლოა შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს. მათ შორისაა სვიფტისგან გათიშვა, ნავთობზე ემბარგო და საჰაერო სივრცის დახურვა.