თბილისში საერთაშორისო საფეხბურთო მედიატურნირი იმართება. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, კოტე მახარაძის სახელობის თასისთვის, საქართველოს, ლიტვის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინისა და თურქეთის მედიანაკრებები იბრძვიან.
საქართველო საერთაშორისო ტურნირს პირველად მასპინძლობს. ჩვენი ქვეყნის მედიანაკრებში საქართველოს პირველ არხს ოთხი წარმომადგენელი ეყოლება, მათ შორის არის ჩვენი სპორტული ჟურნალისტი გეგი კიკაბიძე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება.