რა გარემოში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები 2018-ის პირველი ტური.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში აცხადებენ, რომ დაფიქსირებული გადაცდომები შედეგებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, კენჭისყრის პროცესმა კი ყველგან შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
მისიების ხელმძღვანელები ყურადღებას მათ მიერ დაფიქსირებულ გადაცდომებზეც ამახვილებენ. საუბარია როგორც კენჭისყრის დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდზე.