განათლების მინისტრი მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნებულ მოსწავლეებს შეხვდა. მან ახალგაზრდებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და მათ ამ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ჩართვა შესთავაზა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდი ასპარეზი იქნება. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილიც ესწრებოდა.