საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ბათუმში

ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გრძელდება. მსმენელის წინაშე მსოფლიოში ცნობილი ირლანდიელი პიანისტი ბარი დუგლასი წარდგა.

ცნობილმა პიანისტმა, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება, შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.

ორკესტრს ბერძენი დირიჟორი მირონ მიხალიდისი დირიჟორობდა.

ფესტივალი ბათუმში 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.