ქუთაისმა საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების რიგით მეოთხე ფესტივალს უმასპინძლა. კინოთეატრ „საქართველოში“ მრავალფეროვანი პროგრამის ნახვა მაყურებელს 6 დღის განმავლობაში შეეძლო. კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების პარალელურად, ფესტივალის პროგრამა მოიცავდა მასტერკლასებს, ვორქშოპებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს. წელს საკონკურსო პროგრამაში 25 ფილმი იყო. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა ნუცა წიქარიძის ფილმმა „მცხუნვარე მზე“. ფესტივალის პარტნიორები არიან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ესპანეთის წარმომადგენლობა საქართველოში.