რა სარგებელი ნახა კერძო სექტორმა ევროკავშირის და გაერო-ს ეკონომიკური მხარდაჭერის ხუთწლიანი პროგრამით – ორგანიზაციებმა დღეს საკუთარი პროექტის შედეგები ბენეფიციარებთან ერთად შეაჯამეს.
საუბარია მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამაზე, რომლის ფარგლებში ხუთ მილიონ ევროზე მეტი თანხა გაიცა. ფინანსური დახმარება ძირითადად წარმოების გაფართოებას და ქართველი მცირე მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზრებზე გატანას მოხმარდა. ასევე გადამზადდა ასეულობით მეწარმე. სოლიდური თანხა დაიხარჯა წარმოების განვითარებისთვის საჭირო თანამედროვე დანადგარების და აღჭურვილობის შეძენაშიც.