საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინას

მსოფლიო ლიდერები უკრაინაში.

დიდი ბრიტანეთის შემდეგ კიევში ნიდერლანდების პრემიერი ჩავიდა, ხვალ კი თურქეთის პრეზიდენტს ელოდებიან. მთავარი გზავნილია, რომ მოსკოვის ულტიმატუმებზე დასავლეთს ერთიანი და კორდინირებული მიდგომა აქვს და რომ უკრაინაზე მორიგი თავდასხმის თავიდან აცილება საერთაშორისო დიპლომატიის მთავარი ამოცანა უნდა იყოს. ვაშინგტონის მტკიცებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო შენაერთების მობილიზება გრძელდება, თავის მხრივ კრემლი აშშ-ს და ნატოს რუსეთის მოთხოვნების იგნორირებაში სდებს ბრალს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შესაძლო ომზე პირდაპირ აფრთხილებს. დღესვე ცნობილი ხდება ამერიკიდან და ნატოდან მოსკოვისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხებიდან გარკვეული მონაკვეთები, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ალიანსის და ვაშინგტონის გარდა მოსკოვი უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს უკვე ეუთო-დანაც მოითხოვს.

„მოამბე“ განაგრძობს კიევში მუშაობას, – ლევან ახალაია დეტალებით უკრაინის დედაქალაქიდან.