საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ყველა აქტი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ჟენევაში გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, დაასრულოს დაშინების კამპანია მათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება ამ კანონს და დაიცვას გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიების ხერხემალია, რომელიც ეხმარება ანგარიშვალდებულების, ნამდვილი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენებისგან გამძლეობის უზრუნველყოფაში,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
36 ხელმომწერ ქვეყანას შორის არის ევროკავშირის 25 ქვეყანა, უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა, ასევე შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, შვეიცარია, ნორვეგია, კანადა, ალბანეთი, მონტენეგრო, მონაკო, ლიხტენშტეინი და ისლანდია.