ბათუმი პირველად, რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონგრესს მასპინძლებს. ლიმეს კონგრესი ყოფილი რომის იმპერიის გავრცელების არეალში 1949 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება. ფორუმში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების პროფესორები და წამყვანი სპეციალისტები, 42 ქვეყნის 300-მდე დელეგატი. კონგრესის მთავარი თემაა რომის იმპერიის სასაზღვრო ხაზების ისტორია, თუმცა კონგრესი მოიცავს სხვადასხვა თემატიკასაც. ფორუმის ფარგლებში, 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით სესიების გარდა დაგეგმილია სხვადასხვა ექსკურსია.