„ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების მერვე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია მიზნად ისახავს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, ექსპერტები, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები. კონფერენცია, რომელიც ოს მუჰაჯირ პოეტს, თემირ-ბოლათ მამსუროვს ეძღვნება, 15 ოქტომბერს დაიხურება.