საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

ევროკავშირისა და ასოცირებული ქვეყნების ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანს, ევროპული ინტეგრაციის, ევროპული ღირებულებებისა და რეფორმების შესახებ ჩეხ ქართველ და ევროპელ პოლიტიკოსებს შორის დიალოგისათვის სადისკუსიო პლატფორმის შექმნა წარმოადგენს. ღონისძიებაზე განიხილეს ევროკავშირსა და მისი წევრი სახელმწიფოების პოზიცია და საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა.

კონფერენცია სახელწოდებით „ვაცლავ ჰაველის მემკვიდრეობა – ევროკავშირისა და ასოცირებული ქვეყნების ურთიერთობების მომავალი“ საქართველოში ჩეხეთის საელჩოსა და თბილისში ჩეხეთის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.