საერთაშორისო კონფერენცია - საქართველო მეკობრეობის წინააღმდეგ

საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ – თემაზე ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ და ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა. კონფერენციის მონაწილეები რამდენიმე მიმართულებაზე, კერძოდ ფარმაცევტულ ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე, ავტო და ტექსტილის ინდუსტრიის პრობლემებზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე მსჯელობენ.