საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიის ქურთები - მომავლის პერსპექტივა“
„კავკასიის ქურთები – მომავლის პერსპექტივა“ – ამ სახელწოდებით საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.
ღონისძიება ორგანიზებულია „რონაის” ხელმძღვანელობით და ესწრებიან დიასპორული ორგანიზაციები. განსახილველ საკითხებს შორისაა სამხრეთ კავკასიის ქურთული თემის პრობლემები, იეზიდი ქურთების კულტურული იდენტობის შენარჩუნება და ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებ ქურთულ დიასპორებში ქურთული ენის მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების საკითხები. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 2014 წელს შანგალის იეზიდების გენოციდის მსგავსი ტრაგედიების პრევენციის პოლიტიკის შემუშავებაზე.