„ადგილობრივ და რეგიონურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის მხარდაჭერის” თემაზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
ღონისძიება ახალგაზრდობის საბჭოს ორგანიზებითა და ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით იმართება. კონფერენციაში მონაწილეობას 31 ქვეყნის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი იღებს.
მიზანი, ახალგაზრდობის მონაწილეობის კონცეფციისა და ფორმატის შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავება, ადგილობრივ და რეგიონურ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხებთან დაკავშირებით არსებული გამოცდილების გაზიარება და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაა.