საერთაშორისო კონფერენცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზებზე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC​-საქართველოს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც დეზინფორმაციასთან და მის შედეგებთან ბრძოლის გზებზე ისაუბრეს.

კონფერენციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებზე გაამახვილა.

ღონისძიებაზე შეკრებილებმა ერთმანეთს დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა და ამ კუთხით მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.