“არჩევნების მთლიანობა -კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის სანდოობა ციფრულ ეპოქაში“, – ბათუმში საარჩევნო ადმინისტრაციების მეცხრე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიებაში ჩართული არიან 19 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. განიხილავენ, ტექნოლოგიურ საფრთხეებს საარჩევნო პროცესში და მათი გადაჭრის გზებს, ასევე ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვების დამუშავებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს. კონფერენცია ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ გახსნა.