პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების ყოველწლიური კონფერენცია იმართება თბილისში. ინიციატორია იუსტიციის სამინისტრო და სასწავლო ცენტრი. კონფერენცია სასჯელაღსრულების სისტემაში განათლებისა და პრაქტიკის განვითარების საკითხებს ეძღვნება. მისი მიზანია EPTA-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. უცხოელი სტუმრების გარდა ღონისძიებას ესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან №16 პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც დაათვალიერებენ პატიმრებისთვის შექმნილ მცირე საწარმოებს.