იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს სახელწოდებით „ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“. ღონისძიება საქართველოს დედაქალაქში პირველად იმართება. მისი მიზანი დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროებში უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება და დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.