საერთაშორისო კონფერენცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება. ღონისძიების პირველ დღეს მონაწილეებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლების მიმართულებით. ამ წუთებში კი ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების კუთხით არსებულ შედეგებს განიხილავენ. შეკრებილების წინაშე წარდგა განათლების მინისტრიც. კონფერენციის ფარგლებში პროფესიული, ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურებზე ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის შესახებ დისკუსიები გაიმართა.