საქართველო იშვიათი და არადიაგნოზირებული დაავადებების მე-12 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებას გენეტიკის დარგში მოღვაწე 100-ზე მეტი უცხოელი ექსპერტი და ქართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიების მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს იშვიათი და არადიაგნოზირებული დაავადებების გამოწვევები და თანამედროვე მიღწევები.