„შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ – „ქართული ოცნების“ მასპინძლობით „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
ღონისძიებაზე, რომელიც გლობალურ გამოწვევებს, შრომის პერსპექტივებსა და უმუშევრობას ეძღვნება, სიტყვით პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოვლენ. კონფერენცია წარმომადგენლობითია და მას თითქმის ყველა კონტინენტიდან ესწრება დელეგაცია.
„პროგრესული ალიანსი“ მსოფლიოს 120-მდე პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას“ აერთიანებს. მას ამჟამად ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, მარტინ შულცი ხელმძღვანელობს.
კონფერენცია ორი დღე გაგრძელდება.