წინასაარჩევნო გზავნილები საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან.
„ახლა რა“, – ამ სათაურით თბილისში გამართულმა კონფერენციამ ქართული პოლიტიკური სპექტრი დღეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან ჩამოსულ პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან ერთად შეკრიბა.
მედიის განსაკუთრებული ინტერესი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის მიმართ იყო, რომელმაც გამოსვლის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი მინიშნება გააკეთა.
დისკუსიის თემები იყო 20-21 ივნისის მოვლენები, მედიაპლურალიზმი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და ახალი საარჩევნო სისტემა, რომლითაც ერთი წლის შემდეგ პარლამენტი უნდა აირჩიონ.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მმართველ გუნდს საარჩევნო კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობისკენ მოუწოდა. გაკეთდა ანაკლიის პორტის მხარდამჭერი განცხადებებიც. იყო მკაფიო და მწვავე გზავნილები მოსკოვის მისამართითაც, რა დროსაც საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას უმძიმესი შეფასებები მიეცა.