საერთაშორისო გზავნილები „ქართული ოცნების“ მისამართით - შეფასებები

ბოლო პერიოდში მმართველი გუნდი ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ჩარევებსა და ზეწოლაზე საუბრობს.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ თუ მოხდა რაიმე ისეთი, რამაც დააზიანა საქართველოს ინტერესები და თუ მმართველ პარტიას აქვს რაიმე ფაქტები, ამაზე აუცილებლად უნდა ალაპარაკდნენ და დააკონკრეტონ, რომელი ქვეყნის რომელი წარმომადგენელი ახდენდა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პირადად მასაც ჰქონია მსგავსი ტიპის შეხვედრები, სადაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლები რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და უკრაინის ომში ჩაბმას სთხოვდნენ. მისი თქმით, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებას ევროპელი პოლიტიკოსები უპირისპირდებოდნენ.