17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვა იგეგმება. ინფორმაციას უნგრეთის ევროპულ საკითხთა მინისტრი ადასტურებს. ამის პარალელურად, თბილისში ეხმაურებიან საქართველოს მისამართით გაკეთებულ საერთაშორისო გზავნილებსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის განცხადებას.
ოპოზიციის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით არიან და რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ევროკავშირში ვერ შევა. მმართველი გუნდის თქმით კი, წინასაარჩევნოდ უპრეცედენტო ჩარევა ხდება, რა დროსაც გარე აქტორები ცდილობენ, ოპოზიციას მაშველი რგოლივით მოევლინონ.