რუსეთის სამხედრო აგრესიას დასავლეთის ქვეყნები სანქციების გამკაცრებით პასუხობენ
უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის სამხედრო აგრესიას დასავლეთის ქვეყნები სანქციების გამკაცრებით პასუხობენ. პირადი სანქციები წესდება ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ. ევროკავშირი მათი აქტივების გაყინვას გეგმავს. შეერთებული შტატები კი კრემლის პირველ პირებს სამოგზაურო შეზღუდვებს დაუწესებს.
დასავლეთი უკრაინის დახმარებას აძლიერებს – შტატებმა კიევს 650 მილიონი დოლარი გამოუყო. უკრაინაში თავდაცვით იარაღსაც ელოდებიან.
დასავლეთის პასუხი მოსკოვს – თამთა რუხაძე გაგვაცნობს, რა ზომებს მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინის შესაკავებლად.