პარლამეტში მუშაობის დაწყებაზე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების საპასუხოდ, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათი მიმართვის მთავარი ადრესატი „ქართული ოცნებაა“ და კომპრომისზე ორივე მხარე უნდა წავიდეს. მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, დასავლეთელი პარტნიორების ვალდებულებაა, საპარალამენტო საქმიანობის დაწყების მოწოდებით გამოვიდნენ, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ ისინი დარღვევებზეც მკაფიოდ მიუთითებენ.
„ქართულ ოცნებაში“ კი იმედს გამოთქვამენ, რომ ევროპარლამენტარებისა და ეუთო/ოდირის არაერთი მოწოდება საპარლამენტო საქმიანობის დაწყებისა, ოპოზიციაში ადეკვატურად იქნება აღქმული და შესრულებული.