აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურებიან საქართველოს მეგობარი ქვეყნები: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმდინარე უკანონო ოკუპაციას, ასევე საუკუპაციო რეჟიმის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მათ ფაქტობრივ ანექსიას ისახავს მიზნად“.
აგვისტოს ომს გამოეხმაურა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 11 წლისთავს. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და გაიყვანოს თავის ჯარები“ – წერს სოციალურ ქსელ „თვითერ“-ში ედგარს რინკევიჩსი.
„ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა. „ვეხმაურებით 2008 წლის რუსეთის სამხრედო აგრესიას საქართველოში, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მტკიცედ ადასტურებს მის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ – ვკითხულობთ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აგვისტოს ომთან დაკავშირებთ სოციალურ ქსელ „თვითერ-ში საქართველოს მხარდამჭერ გზავნილს აკეთებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. „თერთმეტი წელი საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ განზრახული აგრესიის შემდეგ. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიას და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას. სამწუხაროდ, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, რასაც ყირიმი და დონბასი მოჰყვა. ამას არასდროს არ უნდა შევურიგდეთ“ – აღნიშნავს ლინას ლინკევიჩუსი.
აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება ბრიტანელი პოლიტიკოსიც, „კონსერვატიული პარტიის„ წევრი ჯონათან ჯენოგლი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს: „11 წელი გავიდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რუსეთის უკანონო ოკუპაციიდან. ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“.
განცხდება გაავრცელა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსმაც: „რუმინეთი მტკიცედ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერის საჭიროებას. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით საქართველოს მისწრაფებების აქტიურ მხარდაჭერას“ – ნათქვამია განცხადებაში.