RIGA FOOD 2022 – საერთაშორისო გამოფენაზე 20-მდე ქართული კომპანია წარდგა. კაკალი, თხილი, ღვინო, კენკროვანი კულტურები, ჩირი, ჩაი, ნატურალური წვენები, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ქართულმა მხარემ გამოფენაზე გაიტანა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე და ლატვიაში საქართველოს ელჩი დაესწრნენ.
RIGA FOOD ბალტიის ქვეყნების ერთ-ერთ ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 20 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 30 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 420-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა.