საერთაშორისო გამოფენა

ჩინეთში ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. მონაწილეობა ქართული ღვინის მწარმოებელმა 34-მა კომპანიამ მიიღო. პანდემიის შემდეგ ეს იყო ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია; ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.

გამოფენა 1955 წლიდან ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და მილიონამდე ვიზიტორი ესწრება.