„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა

„თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”. დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად  ან ჯგუფურად, ჩაიდინეს ფულის გათეთრების დანაშაული.

დასკვნაში საუბარია, ექსპერტის კონკრეტულ მიგნებებზეც.

შეგახსენებთ, საქმეზე დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ, გასული წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა.