„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები მხარდაჭერას უცხადებენ ეკა გიგაურს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც არჩევნების პროცესს აკვირდება, – ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
პოლიტიკოსების თქმით, „ქართული ოცნება“ ხელოვნურ ბარიერებს ქმნის, რითიც ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა არ მისცეს. ამასთან, კოალიციის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დამკვირვებლად დარეგისტრირდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ თუ არასამთავრობო პლატფორმაზე და დააკვირდნენ არჩევნების პროცესს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მხარდაჭერას უცხადებენ პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოშიც“.