„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შუალედური ანგარიში

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. კვლევა პირველი ივნისიდან 25 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტის ავტორების განმარტებით, სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის მთავარი გამოწვევაა, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების კანდიდატების შევიწროების სავარაუდო შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება, მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება.