„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოთხოვნა - გამოხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს ეხმაურება. მათი შეფასებით, პაკეტი ვერ პასუხობს ვენეციის კომისიის მოთხოვნებს. მათი განმარტებით, არის გარკვეული საკითხები, რომელიც საგანგაშოა. მაგალითად, ის, რომ პაკეტს ემატება ფუნქცია, რისი საშუალებითაც ანტიკორუფციულ ბიუროს დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შეუძლია, პოლიტიკური პარტიებისთვის საქმიანობის აკრძალვის რეკომენდაცია გასცეს. ორგანიზაციის წევრები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ ბიუროს უფროსი უნდა დანიშნოს პარლამენტმა და არა პრემიერმა, რადგან ეს იყო ვენეციის კომისიის მოთხოვნა. ასევე განმარტავენ, რომ ბიუროს უფროსის დანიშვნის პრინციპის უცვლელად დატოვებაც საგანგაშოა, რადგან მას უნდა ჰქონდეს გამოცდილება ანტიკორუფციასთან ბრძოლაში.