„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიში

„პანდემიის დროს განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები და შესაძლო კორუფციის შემთხვევები“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-მ ამ სახელწოდების ანგარიში წარადგინა. კვლევა პანდემიის პერიოდს მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით, გამარტივებული შესყიდვები „ქართული ოცნების“ შემომწირველ 210 კომპანიასთან გაფორმდა. მათი საერთო ღირებულება კი 151 მილიონ ლარს აჭარბებს. ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებას სთხოვს. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-მ კვლევა ჩაატარა, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაა. დოკუმენტში პანდემიის დროს საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურობა შეფასებული.