საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების რიგით მე-9 საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.
ფორუმის მიზანია სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მონაწილე ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება, ახალგაზრდულ სფეროში არსებული პროცესებისა და გამოწვევების შესახებ.
ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის შედეგებზე დაყრდნობით, შემუშავდება დოკუმენტი, რომელშიც აისახება მოსაზრებები ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხელშესაწყობად.