რუსთაველის თეატრი საერთაშორისო ფესტივალს, „საჩუქარი“ მასპინძლობს.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ და შეაფასონ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლები.
ფესტივალის გახსნას საფრანგეთის ელჩი, მსახიობები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
რიგით ოცდამეორე საერთაშორისო ფესტივალი 19 ნოემბერს დასრულდება.