„ღამის სერენადები“ გრძელდება. ამჯერად კონცერტები თბილისში გაიმართა. ცნობილი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული ფესტივალი მისი გარდაცვალების შემდეგ პირველად ტარდება. კონსერვატორიაში დაგეგმილ კონცერტებში ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები მონაწილეობენ. ორგანიზატორები, მე-16 საერთაშორისო ფესტივალს მასშტაბურად აღნიშნავენ. მუსიკალური საღამოების გარდა დაგეგმილია ვორკშოფები, მასტერკლასები, გამოფენები და საგანმანათლებლო პროგრამები. ფესტივალი კულტურის სამინისტროსა და თბილისს მერიის მხარდაჭერით იმართება.