ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გრძელდება.
ბორჯომის შემდეგ, ორი მუსიკალურ საღამო ბათუმში გაიმართება. დღეს მსმენელის წინაშე ცნობილი იტალიელი მუსიკოსი წარდგება. შესრულდება კინომუსიკის შედევრები. 25 აგვისტოს კი, ფესტივალის სტუმრებს ვირტუოზი მევიოლინე, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატ ელვინ ხოჯა განიევის მოსმენა შეეძლებათ. ბათუმის შემდეგ ოთხი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაშია დაგეგმილი.