მომსახურების სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა, ჯონ შოულიმ საქართველოში მასტერ-კლასი ჩაატარა. ამერიკელი სპეციალისტი, არაერთი წიგნის ავტორი, სამოტივაციო სპიკერი და ბიზნესმენი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვიდა ქვეყანაში. ტრენინგს სხვადასხვა სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ჯონ შოულის კომპანიის სერვისის პროგრამით მსოფლიოს 40 ქვეყანაში ორმა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა. ჯონ შოული კონსულტაციებს უწევს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა, „შერატონი“, „კოკა კოლა“, „ფედექსი“, „ეფლი“ და DHL.