არჩევნები შეაფასეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი კარგად იყო ორგანიზებული, აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების შესახებ. მისიის წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა დარღვევების კონკრეტულ შემთხვევებზე. დასახელდა რამდენიმე უარყოფითი ფაქტორი, რომელიც საარჩევნო უბნებსა და მის გარეთ გამოვლინდა. დამკვირვებლების თქმით, ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა და იყო პროცედურული შეუთავსებლობებიც.
ეუთო/ოდირის გზავნილები „ქართული ოცნებისთვის“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებას ნიშნავს, თუმცა, განსხვავებულია მოსაზრება ოპოზიციაში, სადაც არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ.