2024 წლის არჩევნებისათვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციურ სპექტრში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლას მიესალმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს წერილი უფრო ადრე უნდა გაეგზავნა. „ქართულ ოცნებაში“ კი განმარტავენ, რომ მთავრობის სამოქმედო გეგმით, სადამკვირვებლო მისიების მოწვევა სწორედ თებერვლის თვეში იყო გათვალისწინებული. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნო პროცესში ეუთო/ოდირის ჩართულობა, ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციებს დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, დამკვირვებლების მოწვევის მიზნით, წერილი გუშინ გაუგზავნა. ტექსტში წერია, რომ ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად.