მოსაწვევი გაგზავნილია – ათი თვით ადრე საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დამკვირვებლები უკვე მოწვეულები არიან.
ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების ფართო წარმომადგენლობა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. არჩევნების თავისუფალ გარემოში და სამართლიანად ჩატარებაა ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალებიდანაც, რომლის შესრულებაზეა დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა საქართველოსთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები. თუმცა, ოპოზიური სპექტრისთვის არჩევნებზე მხოლოდ დამკვირვებლების გრძელვადიანი მისიების დასწრება საკმარისი არ არის. პოლიტიკურ დღის წესრიგში სხვა მოთხოვნებიც აქტიურდება. აქცენტი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხმებზე და ახალი საარჩევნო უბნების გახსნაზე კეთდება.