საპარლამენტო არჩევნებს კიდევ ერთი სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი დააკვირდება. საერთაშორისო შემსწავლელი მისია – 2020 უკვე თბილისშია და ამ წუთებში ცესკო-ს თავმჯდომარესთან გაცნობით შეხვედრას მართავს. საფრანგეთიდან ჩამოსული ჯგუფი შვიდი კაცით არის წარმოდგენილი. მათ შორის არის საფრანგეთის სენატის ორი მოქმედი წევრი. ისინი მოკლევადიანი დამკვირვებლები არიან, მხოლოდ არჩევნების დღეს გაუწევენ მონიტორინგს და ასევე პროცესში ზუმის საშუალებით ჩაერთვებიან ევროპარლამენტარები. საერთაშორისო შემსწავლელი მისია – 2020 არ არის ოფიციალური სადამკვირვებლო მისია და საქართველოს არჩევნებს წელს პირველად დააკვირდება. მათ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ მასპინძლობს. სწორედ მათი მეშვეობით გაავრცელებენ ფრანგი დამკვირვებლები საპარალამენტო არჩევნებზე მომზადებულ ანგარიშს.