ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინოვაციების პირველ საერთაშორისო ბიზნესფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგატები ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარებენ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებსა და ვორკშოპებს. ისაუბრებენ, თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში და როგორ უწყობენ ისინი ხელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. ფორუმი აერთიანებს მთავრობის, ბიზნესის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს.