„საერთაშორისო აქტორები და არჩევნები“ – ამ თემაზე ისაუბრეს დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის მეორე პანელზე, რომელიც ვიდეოშეხვდრის ფორმატში გაიმართა. მას საქართველოში ამერიკის, ასევე ბრიტანეთის ელჩები, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი და ევროპარლამენტის წევრი, ვიოლა კრამონ-ტაუბადელი ესწრებოდნენ. საუბრისას საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას გამოეხმაურა კელი დეგნანი და განაცხადა, რომ ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ქვაკუთხედი იქნება. არჩევნები და დემოკრატიზაციის პროცესი განგრძობითია და მოვუწოდებ ყველა ქართულ პარტიას, რომ ასეთი სულისკვეთებით მოეკიდონ ამ საკითხს, – ეს განცხადება კი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გააკეთა.
საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას მან ისტორიული უწოდა. ამასთან, დიპლომატებმა ვიდეოკონფერენციის დროს გერმანიის ელჩს მხარდაჭერა გამოუცხადეს.