საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო დღეიდან ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს რანგში გააგრძელებს საქმიანობას.
ახალი სტატუსით, დიპლომატიური წარმომადგენლობა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებებზე იმუშავებს და ჩაიბარებს სახალხო დიპლომატიის სეგმენტს, რაც საზოგადოებაში ნატოს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ალიანსის საქმიანობის პოპულარიზებას გულისხმობს.
დღევანდელ ღონისძიებაზე საპატიო ორდენით დააჯილდოვეს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე.
საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასწყისში დაარსდა, როგორც ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა.