ჰააგაში საელჩოების ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყანამ საკუთარი კულტურა, ტრადიციები და კულინარია წარადგინა. წლევანდელი საფესტივალო პროგრამა საქართველოსთვის განსაკუთრებული იყო, ღონისძიებები „მრავალჟამიერით“ გაიხსნა. ჩატარდა კონცერტი და მოეწყო ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა.