გაგაცნობთ ოსტატ ლეო მეტრეველს, რომელიც ერთადერთია ქვეყანაში, ვინც ძველი ქართული წესით საეკლესიო ზარებს ამზადებს. ლითონს ნახშირის ღუმელში ადნობს და ზარებს ხელით ჭედავს. ყველა ზარი ინდივიდუალურია და არ მეორდება.
რუსუდან ლოლაძე და ირაკლი თელაურიძე სოფელ ასურეთში ჩავიდნენ და ლეო მეტრეველს შეხვდნენ.